,,დიდ ომში ძალიან უციცქნესი ჩაება, დღეს ნიკოსთვის მცირედიც კი გადამწყვეტია”

,,დიდ ომში ძალიან უციცქნესი ჩაება, დღეს ნიკოსთვის მცირედიც კი გადამწყვეტია'',,დიდ ომში ძალიან უციცქნესი ჩაება” – წერს ანნა სააკაძე და პატარა ნიკო კინწურაშვილზე გვიამბობს, რომელსაც გვერდით დგომა სჭირდება, თუნდაც ერთი ლარით.
,,ნიკო კინწურაშვილს 3 დღის წინ დაუდგინდა დიაგნოზი.თავის ტვინის სიმსივნე, სავარაუდოდ, დაბალი გრეიდის ნეიპლაზმა. ამ ეტაპზე სასწრაფო წესით თურქეთში დაიგეგმა ოპერაცია. შემდეგ ზუსტი სურათი გამოჩნდება.
თვითონ სულ 4 თვის არის. ოჯახს ძალიან სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა. ზუსტ ინფორმაციას განვაახლებ ,როგორც კი იქნება ცნობილი. ასეთ მომენტებში მიჭირს წერა. ეს სრულიად უთანასწორო ბრძოლაა. აქ ასაკი სულერთია. შემოგვიერთდი! ერთად გავზარდოთ ნიკოს გულშემატკივრების არმია.  დღეს ნიკოსთვის მცირედიც კი გადამწყვეტია”, – წერს ანნა სააკაძე.
საქართველოს ბანკი
მიმღები დედა მარიამ შარაძე
თიბისი
მიმღები ბაბუა რომან შარაძე
საქველმოქმედო ზარი : 09 01 200 127
ზარის ღირებულება 1 ლარი.