ბიძინა ივანიშვილი 500 მილიონ დოლარს იბრუნებს

ბიძინა ივანიშვილი 500 მილიონ დოლარს იბრუნებსბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ფეისბუქგვერდები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ:

,,საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ საბანკო ჯგუფ „კრედიტ სუისთან“, ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხების დასაბრუნებლად, ხანგრძლივი ბრძოლა მოიგო“, – ამ სათაურით სტატიას „Financial Times-ი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ბერმუდის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების შემდეგ ბანკს, შესაძლოა, 500 მილიონზე მეტი დოლარის გადახდა დაეკისროს. სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.
ამავე სტატიის თანახმად, ივანიშვილმა „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივი დავა 2011 წლიდან დაიწყო, როდესაც ის ჯგუფის კერძო საბანკო კლიენტი იყო. სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთა, რომ წლების განმავლობაში „კრედიტ სუისის“ კერძო ბანკირი – პატრის ლესკადრონი შვეიცარიული ბანკის ანგარიშებთან დაკავშირებით თაღლითობდა.
გამოცემის ინფორმაციით, „კრედიტ სუი“ მომხდარში მხოლოდ ლესკანდრონის ბრალეულობაზე მიუთითებდა, თუმცა საბოლოოდ, სასამართლომ დამნაშავე მხარედ სწორედ ბანკი ცნო.

2020 წელს საპატიმროდან ვადამდე ადრე გათავისუფლების შემდეგ, ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”.