ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა უკრაინელებისთვის 3 დღეში 8500 დოლარი შეაგროვეს

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა უკრაინელებისთვის 3 დღეში 8500 დოლარი შეაგროვესამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა სამ დღეში 8500 დოლარი შეაგროვეს უკრაინელების დასახმარებლად. თანხის ნაწილით უკრანელ დედებს შვილებისთვის საფენები, საჭმელები გაუგზავნეს.
,,რამდენჯერაც ამ საფენებში უკრაინელი ბავშვები ჩაისვრიან, სულ პუტინის ჯანში წავიდეს! შემოწირული თანხით $1800 ვიყიდე ბავშვის საფენები, ბავშვთა ფორმულა, მედიკამენტები და ჩავაბარე ბრუკლინის უკრაინულ ორგანიზაციას.
ჯამში ჩემს ანგარიშზე მოგროვდა $8500, რომელიც სრულად გადაიგზავნა უკრაინის დასახმარებელ 2 ფონდში. მადლობა, ჩემო ქართველებო! დიდება უკრაინას!” – წერს ამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი.