საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს 4000 ლარის ტექნიკას გადასცემენ

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს 4000 ლარის ტექნიკას გადასცემენპროგრამა, რომელიც საქართველოში ამოქმედდა, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ფინანსურ წახალისებას და სხვა ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტებს დახმარებას მაქსიმუმ 4000-ლარიანი გრანტით ითვალისწინებს. დაბრუნებული მოქალაქეები გრანტის სახით ტექნიკას ან ხელსაწყოებს მიიღებენ.

„ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ. 2022 წელს გრანტს ჯამში 200-მდე მიგრანტი მიიღებს.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს info@idp.gov.ge-ზე.

bm.ge