სალომე ზურაბიშვილი: ,,საქართველო თქვენ გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი”

სალომე ზურაბიშვილი: ,,საქართველო თქვენ გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს:

,,საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუჰანსკის ,,აღიარებას”, რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო თქვენს გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას”.