ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაკრძალეს – ,,ქართული სიმღერებით გააცილეს უკანასკნელ გზაზე”

ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაკრძალეს - ,,ქართული სიმღერებით გააცილეს უკანასკნელ გზაზე''სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ევ­რო­პის მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი და მსოფ­ლი­ოს სამ­გზის რე­კორდსმე­ნი, ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი, ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი დღეს სიდ­ნე­ი­ში დაკ­რძა­ლეს.

დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია თბი­ლი­სის დრო­ით 06:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თა.

,,სანეევი უკა­ნას­კნელ გზა­ზე ორი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რით გააცილეს – ,,ზამ­თა­რი­ა­” და ,,სა­ქარ­თვე­ლოო ლა­მა­ზო­”… ის 1945 წელს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. 77 წლის ასაკ­ში კი სიდ­ნე­ი­ში გარ­და­იც­ვა­ლა, სა­დაც 1992 წლი­დან ცხოვ­რობ­და. კარ­გი სპორ­ტსმე­ნი ხომ იყო და ასე­ვე, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი. დიდი იმე­დი მაქვს, მის ნეშტს ოდეს­მე მა­ინც მშობ­ლი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ” – წერს ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი.