,,ნიკორაში” რამბუტანს წავაწყდი, რომელიც 1კგ 99 ლარი ღირს… ეგი რაია, თქვე შობელძაღლებო”

,,ნიკორაში" რამბუტანს წავაწყდი, რომელიც 1კგ 99 ლარი ღირს... ეგი რაია, თქვე შობელძაღლებო"საქართველოში ეგზოტიკური ხილი, რამბუტანი გამოჩნდა და სოციალურ ქსელში პოსტებიც გაჩნდა.

,,ნიკორას” სუპერმარკეტში რამბუტანს წავაწყდი, რომელიც 1კგ 99 ლარი ღირს”, – წერს ერთ-ერთი ფეისბუქგვერდი.

..ჯერ სახელი რანაირი მოჯღვარკულია, მერე ფასი ხომ საერთოდ”, ,,ეგი რაია,  თქვე შობელძაღლებო”, ,,ეს თუ ვიყიდე, მაშინ იმ 1 ლარით გამასვენეთ მერე”, – წერენ სოციალურ ქსელში.

რამბუტანი ტროპიკული ხილის ხეა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იზრდება. გარეგნულად ცოტა წაბლს ჰგავს, მაგრამ ზომით განსხვავდება. ამ ხის ნაყოფი იშვიათი და ეგზოტიკური დელიკატესია, წარმოუდგენლად ჯანმრთელია და ალტერნატიულ მედიცინაშიც კი გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ. რამბუტანის ნაყოფი დაფარულია რბილი, ბოჭკოვანი წარმონაქმნებით, რომლებიც უფრო ჰგავს თმას და სახელიც აქედან მოდის – ინდონეზიურად rambut ნიშნავს თმას.

ძალიან არომატული, სასიამოვნო ტკბილი და მჟავე გემო აქვს და გამოიყენება კულინარიაში, სალათებში, კოქტეილებში, ასევე აქტიურად ხმარობენ კოსმეტიკაში.