,,მე ვარ ამ ბავშვის რეგვენი მშობელი” – რას წერს პატარა სერაფიმეს დედა

,,მე ვარ ამ ბავშვის რეგვენი მშობელი" - რას წერს პატარა სერაფიმეს დედადიდი გამოხმაურება მოჰყვა მესტიელი დედის და მისი პატარა შვილების თოვლში გადღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, დედა 8 თვის სერაფიმე და 3 წლის დიონისე ხაჩიძეებს როგორ აკაჟებს სოფელ ნაკრაში, მესტიაში. სოციალური ქსელი უარყოფითი კომენტარებით გაივსო, რასაც ბავშვების დედა ელენე ცინდელიანი გამოეხმაურა:
,,მე ვარ ამ ბავშვის ,,რეგვენი” მშობელი, არავისთვის მიგვიბაძია. ვცხოვრობთ ჩვენთვის როგორც გვიხარია ისე და ჩვენს გვერდზე დადებულ ფოტოებს სხვები თუ ჯგუფებში იყენებენ, ეგეც არ არის ჩვენი ბრალი. ისე, ერთი პასუხი მაინც უნდა დაგიწეროთ: ,,კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გარდმოდინდების”. ასე რომ, თქვენი სიტყვები თქვენს შინაგან მდგომარეობას გამოხატავს, კარგიც და ცუდიც. მეტ სიყვარულს და სიხარულს გისურვებთ, ღმერთმა გაგახაროთ ყველა, კარგის და ავის მთქმელებიც. სიყვარულით, სერაფიმეს დედიკო”.