ინგა გრიგოლია: ,,მაქვს ფილტვთან დაკავშირებული პრობლემა და რომ არა აცრა, ახლა ვერ ვილაპარაკებდი”

ინგა გრიგოლია: ,,მაქვს ფილტვთან დაკავშირებული პრობლემა და რომ არა აცრა, ახლა ვერ ვილაპარაკებდი"ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია რამდენიმე დღის წინ ომიკრონით დაინფიცირდა. როგორც მან დიანა ტრაპაიძის გადაცემა ,,პოლიტიკურ ამბებში” განაცხადა, არ იცის, ვინ იყო მისი დაინფიცირების წყარო. ინგამ ყველას მოუწოდა, რომ აიცრან.

-თამამად შემიძლია ვთქვა, ახლა მე თქვენ ნამდვილად ვერ დაგელაპარაკებოდით, ორჯერ რომ არ ვიყო აცრილი. უხერხულია საკუთარ ჯანმრთელობაზე ლაპარაკი, მაგრამ მე მაქვს ფილტვთან დაკავშირებული პრობლემა და ამ ვირუსით დაინფიცირების შემდეგ ასე ვერ ვიქნებოდი. გუშინ გადავიღე ფილტვები და არანაირი დაზიანება არ მაქვს, აცრის გარეშე კი ასე არ იქნებოდა და ამას ყველა ექიმი მეუბნება.

ეს არის ძალიან უცნაური ვირუსი. დამეწყო კანკალით, სიცივის შეგრძნებით ისე, არაფერი რომ არ მშველოდა. თითქოს ორგანიზმში სხვა ადამიანი შემოვიდა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს კორონავირუსი იყო. ყოველდღე ახალ-ახალი სიმპტომი ჩნდება. რომ გგონია, მეორე დღეს ადგები და კარგად იქნები, სხვა რაღაც იჩენს თავს. ახლა მაქვს თავრუსხვევები და არც ვიცი, სამსახურში რომ გამოვალ, შევძლებ თუ არა ეთერში დაჯდომას, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

სტუდიაში მყოფმა ექიმება დაამშვიდეს, რომ რეაბილიტაციის გავლა არ მოუწევს და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ყველაფერი გართულების გარეშე ჩაივლის.