გიგი უგულავამ ,,მთავარ ჭკვიანში” 50 ათასი ლარი მოიგო

გიგი უგულავამ ,,მთავარ ჭკვიანში" 50 ათასი ლარი მოიგოგიგი უგულავამ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” გადაცემაში ,,მთავარი ჭკვიანი” 50 ათასი ლარი მოიგო. მან თორმეტივე კითხვას სწორად უპასუხა. დამხმარედ მეგობარი, გოკა გაბაშვილი ჰყავდა.

გადაცემის დასაყისში განაცხადა, რომ 7 ათასი ლარის მოსაგებად იყო მისული.

-კოვიდიანი რომ მიტინგზე გამოვედი, იმის ჯარიმაც გადასახდელი მაქვს, – განაცხადა გიგი უგულავამ.

-ჩვენი საზოგადოება, რომელსაც კონსპირაციების სჯერა, არ დაიჯერებენ, რომ მართლა მოვიგე, მაგრამ ასეა, – განაცხადა გადაცემის ბოლოს გიგი უგულავამ.