,,ჩემს სიყვარულს ვერ გაიძულებთ, მაგრამ ნუ მომკლავთ, ნუ მატკენთ, შვილები მეც მყავს”

,,ჩემს სიყვარულს ვერ გაიძულებთ, მაგრამ ნუ მომკლავთ, ნუ მატკენთ, შვილები მეც მყავს",,მე არ ვარ შინაური ცხოველი და ჩემს სიყვარულს ვერ გაიძულებთ, მაგრამ თუ თქვენს სახლში შემოვალ, გამოიყენეთ ისეთი რამ, რაც არ მომკლავს
დამაბრუნეთ ბუნებაში უსაფრთხოდ, რადგან მეც ვჭირდები ვიღაცას და მეც ისევე მტკივა, როგორც თქვენ ყველას.

გამიშვით, რადგან მეც მყავს ოჯახი, პატარები, ვის გამოც ვიბრძვი და ხშირ შემთხვევაში უკან ვეღარ ვბრუნდები. მეც მჭირდება საკვების მოპოვება გადარჩენისთვის და შვილების გამოსაკვებად.

თქვენ მე ყველგან შემხვდებით, ამიტომ გთხოვ, ნუ მომკლავ, ნუ მატკენ და ნუ გაწირავ ჩემს პატარებს სასიკვდილოდ, მეც სულიერი ვარ და მეც მაქვს უფლება,  ვიცოცხლო.

შენთვის თუ არსებობს ცხოვრებაში რამე ,,ღირებული”, რის/ვის გამოც შენ იბრძვი, დაფიქრდი: იქნებ სამყარო, მხოლოდ თქვენ გარშემო არ ტრიალებს.
პატივისცემით, მაუსი”

Animal Club