ამ წუთებში სალომე ტეტუნაშვილის დედა პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

ამ წუთებში სალომე ტეტუნაშვილის დედა პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებასაქართველოს საელჩო იტალიაში 22 იანვარს გაუჩინარებულ 27 წლის სალომე ტეტუნაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, იტალიის ქ. ნეაპოლში საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები და საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში უკვე ორი დღეა, აქტიურად არიან ჩართულნი იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან.

გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

ემიგრანტების ინფორმაციით, კი სალომეს დედა მხოლოდ გუშინ წაიყვანეს პოლიციაში განცხადების გასაკეთებლად, რომ ქართველი ქალის მოძებნაში იტალიელი სამართალდამცავები ჩაერთონ. იქ მცხოვრები ქართველები საქართველოს საელჩოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

,,ფორმულას” ინფორმაციით, ამ წუთებში სალომეს დედა პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.