ზელენსკი: ,,მე და მიხეილს… გულწრფელად გეტყვით, რომ მისგან ვიღებ წერილებს, ის კი ჩემგან – ინფორმაციებს”

ზელენსკი: ,,მე და მიხეილს... გულწრფელად გეტყვით, რომ მისგან ვიღებ წერილებს, ის კი ჩემგან - ინფორმაციებს"უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში და აქვს „პირადი ხაზი“ სააკაშვილთან ინფორმაციების გაცვლისთვის.

-მე და მიხეილს… გულწრფელად გეტყვით, რომ მისგან ვიღებ წერილებს, ის კი ჩემგან – ინფორმაციებს. მე ველაპარაკე საქართველოს ხელისუფლებას ბატონი სააკაშვილის შესახებ. მე მომმართეს, რათა მის მეორე ნახევარსა და დედას შესძლებოდათ მისი მონახულება. მე დავურეკე, ვთხოვე. ალალად გეუბნებით, მათ ჩვენთვის უარი არ უთქვამთ, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში 21 დეკემბერს პრეზიდენტის რეზიდენციაში ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

-მინდა, რომ ჩვენი ექიმები ჩაერთონ პროცესში, მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით შეფერხებაა, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამის თაობაზე მოლაპარაკება გრძელდება, მასში ჩართულია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. მაგრამ სხვა დეტალებზე საუბრისგან ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავი შეიკავა.

დღესვე უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, „ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.

რადიო თავისუფლება