ვის ანდო პრემიერმა 6 მილიარდი ლარი – ჯანდაცვის მინისტრი პირდაპირ თავდაცვის სამინისტროდან

ვის ანდო პრემიერმა 6 მილიარდი ლარი - ჯანდაცვის მინისტრი პირდაპირ თავდაცვის სამინისტროდანსაქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა ზურაბ აზარაშვილი, რომელიც დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე აზარაშვილი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომპანიებს, ,,თბილავიამშენს” და ,,დელტას”, რომლებიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებენ.

ღარიბაშვილმა აზარაშავილს უწოდა ძალიან ძლიერი მენეჯერი:

-ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ჩვენ თავად გამოვცადეთ და თავად დავრწმუნდით ამაში. მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა მაშინ იყო ,,დელტას” ხელმძღვანელი, ასევე, ,,თბილავიამშენის” ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა. უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ასე შემდეგ”.

როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ზურაბ აზარაშვილი არის უაღრესად წესიერი და განათლებული, ექიმის ოჯახშია გაზრდილი, თავად ხუთი შვილი ჰყავს, კარგად აქვს გაცნობიერებული ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 6 მილიარდი ლარია, რაც ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედს შეადგენს.

რადიო თავისუფლება