,,შენთან რა უნდოდა სიკვდილს, გულიანო და თბილო” – 7 შვილის მამა კოვიდმა იმსხვერპლა

,,შენთან რა უნდოდა სიკვდილს, გულიანო და თბილო" - 7 შვილის მამა კოვიდმა იმსხვერპლაჩოხატაურში 7 ბავშვი დაობლდა. მათი მამა, ახალგაზრდა კაცი, ნოე სიხარულიძე კოვიდმა იმსხვერპლა.

,,ჩვენი ნოე, ჩვენი გული, ჩვენი უთბილესი ადამიანი, წავიდა დაგვტოვა”, ,,ღმერთო, რატომ, რატომ გვატკინე ასე გული, ღმერთო, რატომ”, ,,როგორ არ მინდა, რომ დავიჯერო”, ,,ნოე, როგორ შეელიე შენს ულამაზეს ოჯახს? როგორ გვატკინე გული… შენთან რა უნდოდა სიკვდილს, გულიანო, თბილო და საოცარო? სასუფეველი შენს ლამაზ სულს”, – წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში