,,მიხეილ სააკაშვილი ისევ შიმშილობას აპირებს, მან დღეს გონება დაკარგა”

,,მიხეილ სააკაშვილი ისევ შიმშილობას აპირებს, მან დღეს გონება დაკარგა"საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად კვლავ შიმშილობის დაწყებას აპირებს. CNews-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ განცხადებას ის უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 6 საათზე ბადრაგის წარმომადგენლებთან მომხდარი დაპირისპირების მერე მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. როდესაც გონს მოვიდა, უკვე ექიმების გარემოცვაში იმყოფებოდა და მას დამამშვიდებლებს უკეთებდნენ.

სააკაშვილი უარს ამბობს მე-12 დაწესებულებაში დაბრუნებაზე და პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებს.

CNews