,,მე მყავს სუიციდისტი შვილი, პირადად მე მყავს რამდენჯერმე თოკიდან ჩამოხსნილი, ვენებგადაჭრილი _ გადარჩენილი” – ვის მიმართავს ანა მიქაძე

,,მე მყავს სუიციდისტი შვილი, პირადად მე მყავს რამდენჯერმე თოკიდან ჩამოხსნილი, ვენებგადაჭრილი _ გადარჩენილი" - ვის მიმართავს ანა მიქაძექართული ყველის ექსპერტი, ანა მიქაძე ძალიან ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თავისი შვილის პრობლემაზე ყვება. ეს ემოციები კი თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლას და თაკო ჩარკვიანისადმი მიმართვას მოჰყვა, რომ თურმე ყველა პარლამენტს უნდა ჰყავდეს შეურაცხადი დეპუტატი, რომ მასზე იხალისონ.

-მე მყავს სუიციდისტი შვილი, ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს მიდრეკილება სუიციდისკენ. პირადად მე მყავს რამდენჯერმე თოკიდან ჩამოხსნილი, ვენებგადაჭრილი _ გადარჩენილი… თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაუდასტურდა ფსიქიკური აშლილობა, მე ვწყვეტ ყველანაირ კრიტიკას მის მიმართ, რადგან ეს მიმაჩნია უზნეობად…

ჩემი სრულიად შეშლა გამოიწვია თეა წულუკიანის განცხადებამ, რომ ყველა პარლამენტს უნდა ჰყავდეს ერთი შეურაცხადი დეპუტატი მაინც, რომ იხალისონ. ქალბატონო თეა, მე მოვალ, ჩემს შვილთან ერთად და მერწმუნეთ, რომ ვერ იხალისებთ, იმიტომ, რომ ამაზე მძიმე მდგომარეობა, ვიდრე არის სულიერად შეშლილის მდგომარეობა, არ არსებობს სამყაროში. ეს არის უმძიმესი ტრაგედია ყველასთვის.

ძალიან გთხოვთ, ადამიანებო, ეს არის ჩემი მოწოდება, თხოვნა, როგორც ამ პრობლემის მქონე მშობლის, ძალიან ფაქიზად მოეკიდეთ ამ მიმართვებს _ შეშლილი, შიზოფრენიკი, გიჟი… ეს არ არის ზნეობრივი მიმართვები. დედამიწის ზურგზე ყველას გაშოროთ ამ ტიპის დაავდების მქონე შვილი, _ ამბობს ქალბატონი ანა.

,,ქალბატონო თეა, ახლა ლექსს გიგზავნით, მორიგი სუიციდის მცდლობისას ჩემს ვენებგადახსნილ შვილს რომ ვებუტბუტე, როცა გადარჩა!

ლუკას, ყველაზე საყვარელ შეშლილს დედამიწაზე!

…რამდენჯერაც მითხრა – გამიშვიო

იმდენჯერ მოვიგონე აქ დარჩენის

სასაცილო არაკი

და არც კი ვიცი,

უნდა ვინანო თუ არ ვინანო,

რომ არ გავუშვი ბიჭი,

რომელსაც აქ ყველაფერი მობეზრდა –

ხატვა, სიმღერა, ცეკვა, თამაში

და მუმდივად სხივებით

დატენილ თავლებში

ერთი დიდი სიმშრალე დარჩა…

პ.ს. როცა ჩემთვის და ლუკასთვის ბოდიშის მოხდა მოგინდებათ.. გეცოდინებათ, როგორ მიპოვოთ!”, – დაწერა ქალბატონმა ანამ.