ჯანდაცვის მინისტრად ნინო ბერძულის კანდიდატურა განიხილება

ჯანდაცვის მინისტრად ნინო ბერძულის კანდიდატურა განიხილება,,კომერსანტის” ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთი რეალურ კანდიდატად ნინო ბერძული განიხილება. მათი წყაროს თქმით, ბერძული ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ წარადგინა.

ნინო ბერძულის ბიოგრაფია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპით არის დატვირთული. 2020 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრად და ქვეყნების ჯანდაცვის პროგრამების დირექტორად დაინიშნა. მანამდე იგი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ნინო ბერძულს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,  სამკურნალო საქმე 1996 წელს; ემორის უნივერსიტეტი (ატლანტა, აშშ), 2004 წელს; ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია), საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი, კანდიდატი 2016 წელს.

1997-2002წწ. ქ. ქუთაისის N2 სამშობიარო სახლი, მეან-გინეკოლოგი; 2003-2004წწ. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის  ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი(ატლანტა, აშშ); 2004-2006წწ. ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე, ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა(თბილისი); 2006-2009წწ. USAID ევროპისა და ევრაზიის რეგიონალური რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა, დირექტორი(ვაშინგტონი, აშშ); 2009-2013წწ. ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, უფროსი ტექნიკური მრჩეველი(ვაშინგტონი, აშშ); 2013-2015წწ. USAID დედათა და ბავშვთა და  რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა, დირექტორი, ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი(თბილისი); 2015 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია და სხვა სამეცნიერო პუბლიკაცია.

2004 – ემორის უნივერსიტეტის დელტა-ომეგა ორდენი (ემორის უნივერსიტეტი, აშშ), საუკეთესო აკადემიური მიღწევებისათვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების დანერგვასა და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის.

კომერსანტი, მარი ჩიტაია