ძაღლი ნანგრევებში მოყოლილ გოგონას ოთხი დღე ათბობდა – ჟუჟას საოცარი ამბავი

ძაღლი ნანგრევებში მოყოლილ გოგონას ოთხი დღე ათბობდა - ჟუჟას საოცარი ამბავიჟუჟა – მთელი მსოფლიო იცნობს ძაღლს, რომელმაც სომხეთში, სპიტაკის მიწისძვრის დროს ერთი წლის გოგონა გადაარჩინა.

,,სპიტაკის სასაფლაოზე, ასობით საფლავს შორის, იგივე გარდაცვალების თარიღით – 1988 წლის 7 დეკემბერი არის ერთი: ჯვრის, ვარსკვლავის და ფოტოსურათის გარეშე. ძეგლზე მხოლოდ სახელია: ,,ჟ უ ჟ ა.”

საშინელი მიწისძვრის დროს, რომელსაც 25 000 ადამიანი შეეწირა, ჟუჟამ – ჩვეულებრივმა ძაღლმა, შეუძლებელი გააკეთა. მან გადაარჩინა ერთი წლის გოგონა, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა ნანგრევების ქვეშ. ოთხი დღის განმავლობაში ძაღლი ათბობდა ბავშვს თავისი სხეულის სითბოთი და შესაძლოა, მისი რძით კვებავდა კიდეც. თორემ როგორ ავხსნათ, რომ ბავშვი გადარჩა?

მაშინ, როცა მაშველები წუთიერი დუმილით ერთიმეორის მიყოლებით აწყობდნენ ადამიანების გვამებს, ქვების და ქვიშის გროვის ქვეშ ჟუჟა ყეფდა, მაგრამ ცხოველები არ იყვნენ პრიორიტეტი, ხალხი უფრო მნიშვნელოვანი იყო…

და შემდეგ ჟუჟამ გააკეთა ის, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებია – ოდნავ უკბინა ბავშვს. გოგონამ ტირილი დაიწყო და ამის წყალობით, ორივე მტირალი ბავშვი და გაფითრებული ძაღლი – ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
ჟუჟამ ლალა სარიანის ოჯახთან ერთად კიდევ 12 წელი იცხოვრა და როდესაც ის გარდაიცვალა, ლალას ახლობლებმა დაკრძალეს სპიტაკის სასაფლაოზე სხვა მიწისძვრით დაღუპული ადამიანების საფლავებთან ერთად”, – წერენ სოციალურ ქსელში.