ბუბა კიკაბიძემ 30 ათასი ლარი გაჭირვებულ ბავშვებს დაურიგა

მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ბავშვებს, რომელთა ოჯახებსაც ძალიან უჭირთ, ფული დაურიგა ,,ნანუკას შოუში”.

,,ბუბა კიკაბიძემ საპარლამენტო ხელფასი, რომელმაც ჯამში 30 ათასი ლარი შეადგინა, დაურიგა ბავშვებს, რომლებსაც ნაძვის ხე კი არა, საჭმელი არ ექნებოდათ 31-ში, რომ არა ბუბას ეს გადაწყვეტილება”.