ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის კომპანიას მარიხუანის თესლი შემოაქვს და საქართველოში ყიდის

ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის კომპანიას მარიხუანის თესლი შემოაქვს და საქართველოში ყიდისნოდარ მელაძის ,,შაბათის შოუ” სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს, რომ ,,საქართველოს ჰიბრიდული განვითარების” კომპანიაში 25 პროცენტიანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, კესო ივანიშვილია (რეესტრის მიხედვით). საქმე ის არის, რომ ამ კომპანიას საქართველოში მარიხუანის თესლი შემოაქვს და ყიდის. ორი მაღაზია თბილისში აქვს, ერთი – ქუთაისში. ასევე მარიხუანის თესლის ყიდვა შესაძლებელია ონლაინ გამოწერით.

კომპანიის ვებსაიტზე მითითებულია, რომ მყიდველებს იურიდიულ მომსახურებასაც გაუწევენ.

-ეს კომპანია წერს, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოაქვთ თესლი და დისტრიბუციას ახდენენ, ისინი იქვე განმარტავენ, რომ 300 გრამია ნებადართული, რომ ციხეში არ აღმოჩნდეს მყიდველი და თუ სამართლებრივი პრობლემები შეექმნებათ, კონსულტაციებსაც ისინი გაუწევენ. ამას გამოკვლევა არ სჭირდება, არაფერი დამალული არ არის, – ამბობს ჟურნალისტი.

,,შაბათის შოუს” ჟურნალისტმა კომენტარი ბიძინა ივანიშვილის ძმას, კესოს მამას, ალექსანდრე ივანიშვილს სთხოვა, რომელმაც უთხრა, რომ მაშინ გაიხარებს, როცა მათი ტელეკომპანიის მფლობელის, ავთანდილ წერეთლის ძვლებს გამოხრავს მალე.

აღსანიშნავია, რომ მარიხუანის თესლის შეფუთვაზე ლევან ვასაძის ფოტოა გამოსახული და მასზე აღნიშნულია, როგორი ხარისხისაა, როგორი თრობა აქვს და ა.შ.

სიუჟეტი იხილეთ ნოდარ მელაძის ,,შაბათის შოუში”