თაკო ჩარკვიანი: ,,ჯონის ვუთხარი, რომ იპოდრომზე, ცხენზე მჯდომი მომეწონა” – ხმაურიანი პოლიტიკოსის რომანტიკული ოჯახური ცხოვრება

თაკო ჩარკვიანი: ,,ჯონის ვუთხარი, რომ იპოდრომზე, ცხენზე მჯდომი მომეწონა" - ხმაურიანი პოლიტიკოსის რომანტიკული ოჯახური ცხოვრება,,სარკე”

ხმაურიანი პოლიტიკოსის, პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის უკან მშვიდი და დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახი დგას. მისი და ბიზნესმენ ჯონი გიგანის ქორწინება ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის. მათი ქალიშვილი, ირმა გიგანი, წარმატებული პიანისტია, საერთაშორისო კონკურსებისა და კონცერტების ნამდვილი ვარსკვლავია. პარლამენტის დეპუტატის სიყვარულის ამბავი საკმაოდ რომანტიკულია. ქალბატონი თაკო რამდენიმე წლის წინ ,,სარკეს” გულახდილად უამბობდა.

– ქალბატონო თაკო, პირველი შეხედვიდან რა დაგამახსოვრდათ?

-გამომეტყველებით დამამახსოვრდა. დავიწყოთ იმით,ფრიად სიმპათიურია. თან ჩემმა ძმისშვილმა, ირინოლამ, მიმაქცევინა ყურადღება. წყნეთში ტკბილეულით სავსე შეკვრით რომ მოვიდა ჯონი, ირინოლამ დამიძახა, გარეთ ის ბიჭია, ცისფერთვალება და სიმპათიური რომ არისო.

-მამუკა ჩარკვიანი როგორ შეხვდა სასიძოს?

-ვკითხე, რა იცოდა ჯონის შესახებ, მიპასუხა, შენ საიდან იცნობო. ვუთხარი, ცხენზე მოჯირითე ვნახე და მაინტერესებს-მეთქი.მითხრა, ვაჟკაცის სახელი აქვსო.

– სად ნახეთ ცხენზე მჯდომი?

– იპოდრომზე, სადაც მეგობრებთან ერთად დამპატიჟა. მოგვიანებით მკითხა ჯონიმ, როდის გაგიჩნდა ჩემ მიმართ სიმპათიაო. ვუთხარი, რომ ცხენზე მჯდომი მომეწონა. ჯონი მამაჩემს მიუბრუნდა და უთხრა, ვიჯდებოდი ცხენზე კარგად, აბა, რა, ,,მერსედესი” სვანეთში სად მყავდაო.

– როგორი ქორწილი გქონდათ?

– ჩემი გადაწყვეტილება იყო, 30 კაცი ხელის მოსაწერად წავსულიყავით და მერე ჯვარი დაგვეწერა. მას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. ბავშვები მაშინ იმ ასაკში იყვნენ, როცა მშვენივრად ხვდებოდნენ ყველაფერს და არ მინდოდა, მათი მამის ქორწილი ყოფილიყო…

დღეს რომ ჯონის შვილები ძალიან ვმეგობრობთ და ჩემს გოგონასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, ამას დამსახურება უნდოდა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”