სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია – ,,სააკაშვილს თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს თავიდან”

სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - ,,სააკაშვილს თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს თავიდან"მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურის სასამართლომ 6 საათში განიხილა მესამე პრეზიდენტის საქმე და საქართველოს ხელისუფლებას დაავალა, უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მან პატიმარ სააკაშვილს მოუწოდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და ამ შემთხვევაშიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ხარისხიანი რეაბილიტაცია.

-გასაგები ენით რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებას უთხრა, რომ თმა არ უნდა ჩამოუვარდეს თავიდან. ბატონ იუსტიციის მინისტრს მოვუწოდებ, ერთხელ მაინც იყოს იუსტიციის მინისტრი და არა – პოლიტიკური განცხადებების გამკეთებელი. სტრასბურმა აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს! რას იზამს სააკაშვილი, შეწყვეტს თუ არა შიმშილობას, მისი პასუხი ხვალ გვეცოდინება, – აცხადებს ნიკა გვარამია.