,,პრეზიდენტი ლოგინიდან ვეღარ დგება, ლაპარაკიც უჭირს” – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

,,პრეზიდენტი ლოგინიდან ვეღარ დგება, ლაპარაკიც უჭირს" - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდაგლდანის ციხეში რამდენიმე სასწრაფო შევიდა. მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმედ არის.

-ლოგინიდან ვერ ადგა, წევს ლოგინში. აქვს ძალიან დიდი სისუსტე. ძალიან ცუდად არის. კიდევ როგორ გითხრათ. ხომ არ ვშაყირობ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პრეზიდენტი ვერ დგება ლოგინიდან. მძიმე სისუსტე აქვს, ლაპარაკიც უჭირს, დრო აღარ ითმენს, დრო აღარ არის… რა გავაკეთო, მივუწვე გვერდით და თავი მოვიკლა? ალბათ ასე იქნება, – განაცხადა ციხიდან გამოსულმა მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.