ნინო ბურჯანაძე: ,,ვალერი გელაშვილი საცემი იყო”

ნინო ბურჯანაძე: ,,ვალერი გელაშვილი საცემი იყო",,ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ,,ჯორჯიან თაიმსის” პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, ვალერი გელაშვილმა როგორც ადამიანური, ისე პოლიტიკური ზღვარი გადალახა.
-ვალერი გელაშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის და როგორ შეიძლება პრეზიდენტს მიუსაჯო იმ საქმეზე, რომელიც გამოძიებული არ არის. ვალერი გელაშვილის საქმეზე მიშასთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისჯა შესაძლებელი, თუ ვალერი გელაშვილის ცემის შემსრულებლები დაადებენ ხელს ან მიშას, ან თავის უფროსს, რომელიც მერე იტყვის, რომ ეს ბრძანება მე სააკაშვილმა მომცა.
და ბურჯანაძე, რომ ამბობს სასამართლოზე, ეს ცუდი იყო და მე მიშას ვუთხარი, რომ შენ თუ ეს იცოდი და ამას ხელი არ შეუშალე, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა და არასწორი ნაბიჯი-მეთქი, უკაცრავად, მაგრამ ამას ახლაც გავიმეორებ.
ვალერი გელაშვილს მე ისიც ვუთხარი, საცემი იყავი-მეთქი. მე გცემდი ერთი ერთზე, კაცი რომ ვყოფილიყავი-თქო, რა!  და თუ ვინმემ სპეცრაზმი გამოგიგზავნა, ძალიან არაკაცურად და ცუდად მოქცეულა-მეთქი. ახლაც იგივეს ვიმეორებ. სამწუხაროდ, ბატონმა ვალერიმ გადალახა რაღაცა ცოლქმრული ზღვარი, ადამიანური და პოლიტიკური ზღვარიც კი და ისეთი რამე იკადრა, რომ ადამიანურად და კაცურად ის მართლაც საცემი იყო, მაგრამ დანაშაული იყო ის, რომ ვალერი გელაშვილი სპეცრაზმა სცემა.
მე სწორედ ეს ვუთხარი სააკაშვილს, რომ თუ შენ ეს იცოდი და თუ ეს შენგან მოდის, ეს არის დანაშაული. მე არ ვიცი, ეს მისგან მოდიოდა თუ არა. მაშინ ეს ჩემთვის არც დაუდასტურებია და არ უარყვია, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჯორჯიან თაიმსი