კოვიდგადატანილს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად

კოვიდგადატანილს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივადუწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, ,,კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად”.

ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე სტატუსი ენიჭება პირს, თუ მას აქვს ორჯერადი ვაქცინაცია, 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

მწვანე პასპორტები საქართველოში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში კოვიდგადატანილებზე ექვსთვიანი ჩამკეტი მოქმედებს. ექვსი თვის შემდეგ, მათ აცრა უნდა გაიკეთონ.

24 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსისგან ოფიციალურად გამოჯანმრთელდა 763 755 ადამიანი. მათ ე.წ მწვანე სტატუსი ავტომატურად და უვადოდ მიენიჭათ.
ტაბულა