ენმ: ,,აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოსთან, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი”

ენმ: ,,აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოსთან, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი''ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებს არ გამართავენ იმ საავადმყოფოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ. მათივე თქმით, თავიდან იქნება აცილებული ყველა სახის პროვოკაცია.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა მესამე პრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია.

ჩვენი უმთავრესი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი ადამიანური ღირსების დაცვა, რომელიც გარდაუვალი საფრთხის წინაშეა არსებულ ვითარებაში”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.