ელენე ხოშტარიას დედა: ,,აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ!”

ელენე ხოშტარიას დედა: ,,აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ!",,დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე მიმართვას ავრცელებს:

-ძალიან ვოკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან, რადგან თუ თქვენ, ხელისუფლებას კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის ნასახი, სინდიზე ვეღარ ვიტყვი, თქვენ არ გაქვთ უფლება, საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. არ გაქვთ უფლება, მოკლათ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ეგ ყველამ ვიცით, ჩემი შვილი, რომელიც არის სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტეზების მიღებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე არის თქვენი მსხვერპლი.

მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. დღეს ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია, რომელიც თავს წირავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 37 წელის.

დღეს ჩემი შვილის, 4 შვილის დედის,სიცოცხლე საფრთხეშია… ერთი ნაპერწკლით მჯერა, რომ მოხვალთ გონს. თქვენ არ გაქვთ უფლება, მოაწყოთ 37 წელი 21-ე საუკენეში. თავს ვოკავებ, კიდევ ყველაფერი არ ვთქვი .ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, გაფრთხილებთ.