ზურა ყიფშიძე სააკაშვილზე: ,,კენედი დაბრიდეს და როგორ ვერავინ გადადგა ეს ნაბიჯი… საშინელებას ვამბობ, მაგრამ ხომ არის ამაში ლოგიკა?”

ზურა ყიფშიძე სააკაშვილზე: ,,კენედი დაბრიდეს და როგორ ვერავინ გადადგა ეს ნაბიჯი... საშინელებას ვამბობ, მაგრამ ხომ არის ამაში ლოგიკა?"მსახიობმა ზურა ყიფშიძემ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) გადაცემაში მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. მისმა ამ შეფასებამ საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ზურა ყიფშიძემ განაცხადა:
,,დასაწყისი იყო, რომ მოკლეს პრემიერი და დაიწყო მაგით, ისე უნიჭოდ მოკლეს. ამანაც ისე ჩაიარა. აქედან იწყება… რას ჰქვია, 4 ენა იცის, გადასარევი ბიჭია, პროკურატურის ისტორიები იყო, ჰოლანდიელი ცოლი, ახალგაზრდა გვინდა, გვეშველა… ასე დაიწყო.
ასე მოჭრას ტოტი ადამიანმა, რომელზეც ზის, არ ვიცი. გვეშინოდა და ახლაც გვეშინია… გვეშინია მიშას ხელში ძალაუფლების ქონის… ბევრი ჩუმად არის. მე მაპატიეთ და ძალიან ცუდ რამეებს ვიტყვი, რა… შემოვარდნილიყვნენ, ცოლი გამიუპატიურეს, შვილი მომიკლეს, ცოლის თვალწინ მე გამაუპატიურეს და მერე პირიქით, ხო? ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი ,,დაბრიდეს”… იმას კი არ ვიძახი, არიქა, რა კარგია, რომ მიშა მოეკლათ, უბრალოდ, ვერც ერთმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი.
საშინელებას ვამბობ, არასწორს ვამბობ, მაგრამ ხო არის ამაში ლოგიკა? აწი მე არაფერი აღარაფრად მიღირს, მე ვეწირები რაღაცებს… ბეწვზეა გადარჩენილი და რა უნდა მაგას. ის დაფიქრებული როგორ არ ექნება, რომ ვიღაც გამწარებული კაცი მოვა და ასე შეეწირება და მეც გამწირავს”.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი ზურა ყიფშიძე ,,კვირის პალიტრასთან” ამბობდა:

განაცხადა მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ გადაცემაში უცნობის კიდობანი.

„ვაშაძემ – პირველად რასაც გავაკეთებ, შევიწყალებ სააკაშვილს და დანარჩენებსო. რა უნდა ელაპარაკო ახლა მაგას!.. საგიჟეთში მაინც დააწვინონ ეს კაცი, ავად არის აშკარად. ვაშაძეს მეუღლე მაინც არ ჰყავდეს ხელოვანი, მან ხომ კარგად იცის, რაც ხდება თეატრში?
„ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების წარმოდგენაც არ მინდა, შეიძლება გული გამისკდეს. სხვა რომ არაფერი, სირცხვილია! სააკაშვილის რეჟიმის მობრუნება დაუშვებელია!“.