თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,მაგრად გამიმართლა, რომ ჩემს დედამთილს მისი შვილი უშეცდომო არ ჰგონია”

თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,მაგრად გამიმართლა, რომ ჩემს დედამთილს მისი შვილი უშეცდომო არ ჰგონია''13 ოქტომბერს ქართველი მოჭდრაკე, დიდოსტატი ქალთა შორის, ნანა ალექსანდრია 72 წლის გახდა. მას რძალმა, გიგია ბიკერიას ცოლმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა დაბადების დღეს ასე მიულოცა:
,,დღეს ვთქვი, რომ ორი მაგარი ქალის დაბადების დღეა. ერთი ტეტჩერია, მეორე ნანა. მაგრად გამიმართლა, რომ ჩემს დედამთილს მისი შვილი არათუ უშეცდომო არ ჰგონია, არამედ ყველაზე მწვავე კრიტიკოსია. ძალიან, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიყვარს. ძალიან დიდია ჩემს თვალში”.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მისი აზრით, მის შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომები არ დაუშვია.