ნიკა სააკაშვილი: ,,მიშა, მოგმართავ: იქნებ ცოტა ხნით მაინც შევაჩეროთ შიმშილობა და შენს ჯანმრთელობას მივხედოთ”

ნიკა სააკაშვილი: ,,მიშა, მოგმართავ: იქნებ ცოტა ხნით მაინც შევაჩეროთ შიმშილობა და შენს ჯანმრთელობას მივხედოთ"მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა, ნიკა სააკაშვილი რუსთავის ციხესთან მივიდა და ძმას ,,მთავარის” ეთერით მიმართა:

-არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ყველა ველოდებით, როგორ იქნება ჩვენი მიშა. ექიმის გამოსვლის შემდეგ ძალიან ვარ შეწუხებული. მიშა მოგმართავ, იქნებ ცოტა ცხნით მაინც შევაჩეროთ შიმშილობა და მკურნალობას მივხედოთ. რა გითხრა, მიშა. შენ გვერდით ვარ და ბოლომდე ვიქნები, მაგრამ შენი ჯანმრთელობა ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, – განაცხადა ნიკა სააკაშვილმა.