ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ის, რაც ძალიან შორს მეგონა, ჩემს ქვეყანაში ხდება”

ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ის, რაც ძალიან შორს მეგონა, ჩემს ქვეყანაში ხდება''ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქში ეხმაურება ნიკა მელიას მიერ დასახელებულ თბილისის მთავრობის კოალიციურ გუნდის კანდიდატებს და წერს:
,,ან, რა ვიზუალია, ან რა გუნდი, მგონი, პირველად ჩემს ცხოვრებაში და არ ვარ პატარა, ვხედავ კოალიციურ მთავრობას ისე, როგორც ამერიკებში და ევროპებშია. ანუ ის, რაც ძალიან შორს მეგონა, ჩემს ქვეყანაში ხდება.
ისე, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, 30-ში გაიმარჯვებს ოპოზიცია, გაიმარჯვებს საქართველო და თითოეული ჩვენგანი, ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს.
ნიკა მელია – ჩემპიონი ხარ. უპრეცედენტო მოდელი დადე!”