,,მითხრა, ყველა პოლიციელმა, რომელიც ასაყვანად შემოვიდა ჩემთან, ცალ-ცალკე გადაიღეს ჩემთან სელფიო” – რას ყვება ეკა ხერხეულიძე

,,მითხრა, ყველა პოლიციელმა, რომელიც ასაყვანად შემოვიდა ჩემთან, ცალ-ცალკე გადაიღეს ჩემთან სელფიო" - რას ყვება ეკა ხერხეულიძენაციონალური მოძრაობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ,,მთავარის” ეთერში მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ ის არის მხნედ და გულშემატკივრობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. იქვე დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტი 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში.

– თბილისში დადიოდა. მთაწმინდაზე აქვს ფოტო გადაღებული. კანცელარიასთანაც გაიარა. ამის შესახებ უკვე ყველაფერი იციან, უბრალოდ ამის აღიარება ახლა მათთვის დასამარება იქნება საკუთარი პოზიციების. ასევე მითხრა ის, რომ ძალიან თავაზიანად ექცეოდნენ აყვანისას და ციხეშიც ძალიან კარგად ექცევიან. მიტხრა, ყველა პოლიციელმა, რომელიც ასაყვანად შემოვიდა ჩემთან, ცალ-ცალკე გადაიღეს ჩემთან სელფი. წარმოიდგინე, რა დონის ჩამოშლილები არიანო, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ პირდაპირ ეთერში.