მიხეილ სააკაშვილი ბათუმშია – ,,სულ მალე თბილისში, 3-ში გავავსოთ რუსთაველი, თავისუფლება”

მიხეილ სააკაშვილი ბათუმშია - ,,სულ მალე თბილისში, 3-ში გავავსოთ რუსთაველი, თავისუფლება"მიხეილ სააკაშვილი ბათუმშია. მან ვიდეომიმართვა ბათუმიდან გაავრცელა.

-აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. დღეს აქ სახლებს აშენებენ რუსებისთვის. ისე მენატრებოდა აქაურობა, ეს არის ჩენი ოცნების ასრულება. 2-ში ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, 3-ში კი რუსთაველი, თავისუფლების მოედანი გავავსოთ. თუ ვიქნებით 100 ათასი, ჩვენ ვეღარავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება განვითარების გზას. აბა, თქვენ იცით. მე თქვენ იმედად ვარ. ხომ ხედავთ, მე ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც, რომ ჩამოვსულიყავი საქართველოში. მომავალ შეხვედრამდე სულ მალე თბილისში.