მანანა მანჯგალაძე: ,,4 რთული წელი ვიმუშავე მიშასთან… სხვა მასშტაბის ადამიანია”

მანანა მანჯგალაძე: ,,4 რთული წელი ვიმუშავე მიშასთან... სხვა მასშტაბის ადამიანია''მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე ფეისბუქში მესამე პრეზიდენტზე წერს:
,,გამთენიისას 5 საათზე დარეკადა ხოლმე: ,,ხომ არ გეძინა?” – გკითხავდა და ეგრევე დავალებას გაძლევდა ან რაღაცის დაზუსტება უნდოდა, ან მეორე დღის ბრიფინგს ჩაგანიშნინებდა. ვიცოდით, რომ თუ რამე არ ხდებოდა, ყველაფერი დილის საათებში უნდა მოგვესწრო. ამ დროს ეძინა, თორემ მერე სახლში როდის წახვიდოდი, არ იცოდი.
ჩემი პირობით მივედი და არასდროს დაურღვევია – მე თქვენი პრესპიკერი ვიქნები და არა პარტიის-მეთქი. ისე გავიარე 4 წელი, რომ პარტიაში ფეხიც არ დამიდგამს. რამდენჯერმე ბრიფინგის ჩატარებაზე უარიც კი ვუთხარი. არ ვეთანხმებოდი, დაუჯერებელია, მაგრამ არგუმენტირებულად თუ ეტყოდი, ზუსტად ესმოდა… ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ჩვეულებრივი იყო, უნდა გვენახა, გზებს როგორ აგებდნენ, რომელ ფილებს იყენებდნენ ქვაფენილისთვის, ხეებს როგორ ბელავდნენ, რომელი უკეთესი განათება იყო, ნესტის საწინააღმდეგოდ რა მასალა ჯობდა… ეს რომის, პარიზის, ჟენევის,პეკინის ქუჩებში გვაქვს გავლილი…
4 მძიმე და რთული წელი ვიმუშავე მიშასთან… ამ 4 წელმა კიდევ უფრო ახლოს დამანახა, რომ ჩვეულებრივ ადამიანთან არ ვმუშაობდი. არც კითხვა იცის ჩვეულებრივი, არც გაბრაზება, არც სიცილი, არც სიარული, საქმეში ხომ საერთოდ. ჯერ არის საქმე და მერე ყველა და ყველაფერი… სხვა მასშტაბის ადამიანია…
ის შეძლო, რაც სხვამ მხოლოდ თქვა, იოცნება, განუხორციელებლად ჩათვალა ან არც უოცნებია…. ესენი 2003 წლის მერე რომ მოსულიყვნენ, ჩვენ ისევ გრაფიკით გვექნებოდა დენი. ისევ გაყინული ხელფასებით…
დამიჯერეთ, მიშას ცუდიც და კარგიც ვიცი, იმაზე მეტი ნაკლი აქვს, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მაგრამ იმაზე მეტი შესაძლებლობა, ვიდრე გგონიათ, იმაზე მეტი უნდა ამ ქვეყნისთვის, ვიდრე გიფიქრიათ. მაგრამ თუ ვინმეზე ვბრაზდები და ვინმეს ვაბრალებ დღევანდელ მდგომარეობას, ისევ მიშააა. არასდროს ვწერ მიშაზე, არც მაშინ ვუწერდი გულებს, არც ფოტოებს ვაფრიალებდი.. მაგრამ ახლა სხვა მომენტია. და არც ამათი გასასამართლებელი პრეზიდენტი მყავს, აგური აგურზე რომ არ დაუდიათ, და ცუდად თუ მოიქცევა, თურმე კიდევ რომ დაუმატებენ ახალ ბრალს…”.