მამულიჩა: ,,ყველა წყევლა და გინება უკან მოგიბრუნდეთ, რაც ჩვენკენ გამოუშვით”

მამულიჩა: ,,ყველა წყევლა და გინება უკან მოგიბრუნდეთ, რაც ჩვენკენ გამოუშვით"მომღერალ ლელა წურწუმიას ქმარი, პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) გუშინდელ აქციას ესმაურება და წერს:

,,ამ ყველაფრის მერე აღარ დაიწყოთ აკრძალვებზე ლაპარაკი, ძალიან გთხოვთ.
ეს კონცერტი [გულისხმობს ლელა წურწუმიას კონცერტს] ხომ ყველას გახსოვთ?
ან და რა დაგავიწყებთ, იმდენი გვაგინეთ და გვწყევლეთ! ახლა როგორა? წავიდა კორონა? ესე იგი, საარჩევნო კამპანიები მოსულა და კონცერტები არა?
ყველა წყევლა და გინება უკან მოგიბრუნდეთ, რაც ჩვენკენ გამოუშვით”.