ელისო კილაძე ირაკლი კობახიძეს: ,,მამაშენი სად გაგვეპარა 26 მაისს, ერთი ნაკაწრი რომ არ ჰქონდა, იქნებ ეს მოგვიყვე”

ელისო კილაძე ირაკლი კობახიძეს: ,,მამაშენი სად გაგვეპარა 26 მაისს, ერთი ნაკაწრი რომ არ ჰქონდა, იქნებ ეს მოგვიყვე"გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე ,,ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს.
,,კობახიძე მასხარა – მთელი ციხე იცინის, სააკაშვილი სამ ბოთლ ლიმონათს სვამს ყოველდღეო! ბარათზე ლიმიტი არა აქვს და ლიმონათს როგორ იყიდის, ჩუქნით?! და რუსთავის ციხეში ყოფილი ძალოვნები, ნაომარი ხალხი ზის. მათ ღირსებას რომ შეხედო, კობახიძე კი არ იქნები!
p.s. მამაშენი სად გაგვეპარა 26 მაისს, ერთი ნაკაწრი რომ არ ჰქონდა, იქნებ ეს მოგვიყვე და ,,კუდის” რომელ მაღალჩინოსანს ელაპარაკებოდა ტელეფონზე ბოლო წუთს!
,,ოცნება” – ნეტა, თუ ხვდებით, რამოდენა ზიანი მოგაყენათ ამ ავადმყოფმა!”, – წერს ელისო კილაძე.