ეკა მიშველაძე: ,,ჩემი ზურა, ჩემი ანგელოზი წავიდა თავისიანებთან”

ეკა მიშველაძე: ,,ჩემი ზურა, ჩემი ანგელოზი წავიდა თავისიანებთან"ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე სამძიმრებს იღებს. მას დღეს ეთერი უნდა წაეყვანა, მაგრამ… ეკა სოციალურ ქსელში წერს:

,,ჩემი ზურა, ჩემი მამობილი, ჩემი ანგელოზი წავიდა თავისიანებთან – ანგელოზებთან. ჩემთვის ყველაფერი იყო, მამაზე მეტი, ყველაზე საყვარელი ადამიანი, ვისაც კი ვცნობდი, ყველა ჩვენგანის, საერთოდ ყველას პატრონი, გამზრდელი და მომვლელი. ასეთი კეთილი ადამიანი არ არსებობდა… ამ ტკივილს და დარდს არ ვიცი, როგორ გავუძლებთ. ვერ მოერია კოვიდს, ძალიან გაურთულდა მისი უკვე არსებული მდგომარეობის გამო… მიყვარხარ, ზურა, ჩემო უტკბილესო ადამიანო… შეხვედრამდე”.

ეკა მიშველაძის შვილმა, ტელეწამყვანმა და მომღერალმა მაკო მიშველაძემ დაწერა:

,,სულ ვამბობდი, რომ ანგელოზი იყო დედამიწაზე. ჩემთვის ეგეთი ძვირფასი ადამიანი არ არსებობს. ბაბუ, ყველაზე მეტად მიყვარხარ და ყველაზე მეტად დამაკლდები”.