ეკა ჩხეიძე: ,,რა თავიდან ჩაკეტვები?! ისედაც ტრ..ში ვართ! დაგვცინით?!”

ეკა ჩხეიძე: ,,რა თავიდან ჩაკეტვები?! ისედაც ტრ..ში ვართ! დაგვცინით?!"მსახიობი ეკა ჩხეძე მომატებულ კოვიდშემთხვევებს ეხმაურება და წერს:

,,რისთვის აიცრა ჩემი 19 წლის შვილი, თუ ისევ ონლაინ ლექციებზე იჯდებოდა? მთელმა ევროპამ მოახერხა დარეგულირება, გახსნეს უნივერსიტეტებიც, თეატრებიც და კაფეებიც, ოღონდ აცრილებისთვის.

იყოს ნებაყოფლობითი, ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, ოღონდ იჯდეს სახლში.
შეზღუდვები რომ დაუწესდებათ, უფრო აიცრებიან… ვისაც სწავლა და საქმის კეთება უნდა, ვის ან რატომ უნდა ელოდოს? ან იქნებ გაწყობთ უსწავლელი თაობა?! რა 4000 დღეში და თავიდან ჩაკეტვები?! დაგვცინით?!
კოვიდ პასპორტის გარეშე რომ აეკრძალოს ყველას ხალხმრავალ ადგილებში შესვლა, მოიმატებს ვაქცინაციაც… ვისაც არ ენდომება, ღმერთმა კარგად ამყოფოს… გავიდა ცხოვრება, ისედაც ტ…ში ვართ. ჯანმრთელობას გისურვებთ”.