დავით და ანნა იმედაშვილები სახლს ყიდიან, მისი ღირებულება 3 მილიონამდე ლარია

დავით და ანნა იმედაშვილები სახლს ყიდიან, მისი ღირებულება 3 მილიონამდე ლარიაპროდიუსერი და რეჟისორი, დავით იმედაშვილი სახლს ყიდის. ამის შესახებ ფეისბუქში მისმა ცოლმა, ანნა იმედაშვილმა დაწერა:
,,თუკი რამე მძაფრი ,,ფილინგები” არსებობს დედამიწაზე, ყველაფერს ამ სახლში მოუყრია თავი. კორონას ლოქდაუნს რომ გადავურჩი და არ შევიშალე, ესეც ამ სახლის (უფრო ეზოს) დამსახურებაა.
იმდენი მზიანი ზაფხული და მყუდრო ზამთარი ახსოვს ჩემს/ჩვენს სახლს, რომ ვერ მოვთვლი. ყველაზე სიგიჟე გრძნობების საცავივითაა. აქ პეტრესთან ნამდვილი თოვლის ბაბუა, იმიტომ, რომ მთელი წელი კარგად იქცეოდა და დანუნიც, რომელმაც პეტრე უფროს ძმად აქცია, ამ სახლში მოვიდა. აქ ვცხოვრობდით უკვე, როცა როგორც იქნა და ცოლად მომიყვანა დათომ, თანაცხოვრების 13 წლის თავზე.
ვიღაც იტყვის, რომ ეგეთ კომფორტულ სახლში ყველა ბედნიერი იქნებოდაო, მაგრამ არაა მხოლოდ კომფორტზე (თუმცა არც უმაგისობაა), ვცდილობდით, რომ მარტო დადებითი ენერგიებით გაგვეჟღინთა ჩვენივე შრომით აშენებული კედლებიც…
ჰოდა, ახლა დადგა ახალი ეტაპი, სალხი ეძებს ახალ მეპატრონეს… მიყვარხარ,  სახლო და მინდა, რომ მომავალმა შენმა ბინადარმა იგრძნოს ის ბედნიერება, რაც ჩვენ მოგვანიჭე”.
განცხადებაში მითითებული ფასი 3 მილიონ ლარამდეა.