ბუბა კიკაბიძე: ,,მრცხვენია, რომ ქართველი ვარ”

ბუბა კიკაბიძე: ,,მრცხვენია, რომ ქართველი ვარ"მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ,,პირველთან” მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა:

-მიშა ჩემი ახლობელია, ძალიან მიყვარს და ვნერვიულობ. ეს არის შეურაცხყოფა ქვეყნის. მაგას რომ რამე დაემართოს, საქართველოში დედა შვილს არ აიყვანს… წითელ ხაზებს გადასულები არიან. სიკვდილისთვის გადადეს. ნებისმერ დროს შეიძლება რამე მოუვიდეს, ღამე, ძილის დროს. მიშას მხნეობას ვუსურუვებ. რახან ასე გადაწყვიტა, უნდა ეცადოს, რომ არჩევნებამდე გაძლოს. მერე გამოჩნდება, სად არის თეთრი და სად _ შავი.

მისი სიკვდილი უნდათ. ნიკა ყიფშიძე [მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი] ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შეტრიალდეს. მთელი მსოფლიო უყურებს ამას და თავს ნუ შევირცხვენთ… მოკლედ გეტყვით,  მრცხვენია, რომ ქართველი ვარ.