,,ბიძინი, გაიღვიძე, მოვედი” – მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია – რა ემოციებით ხვდებიან მესამე პრეზიდენტს

,,ბიძინი, გაიღვიძე, მოვედი" - მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია - რა ემოციებით ხვდებიან მესამე პრეზიდენტსსაქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე საქართველოშია. ის თავის მხარდამჭერებს საქართველოდან მიესალმა. ,,დილა მშვიდობისა, საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” – დაწერა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

,,ღმერთი გფარავდეთ, ჩემო პრეზიდენტო!”, ,,აბაა, დილა მშვიდობის, ბიძინი,  გაიღვიძე, მოვედი”, ,,შოკი! ჯერ თავიდან ვკითხულობ, შემდეგ ბოლოდან, შემდეგ ისევ თავიდან, რა ვქნა ახლა….”, ,,დაე, იმ გულმა, რომელიც თქვენი სამშობლოსთვის გიძგერთ, გაგამარჯვებინოთ, უსახურ და უნამუსო ქვეყნის შიდა და გარეშე მტერთან უკომპრომისო ბრძოლაში! უფალი არის თქვენთან! ამინ!”,  ინფარქტიანი დილა გაუთენდება ბევრს”, ,,თქვენ თუ საქართველოში ასე ჩუმად შემოხვედით, საღოლ. ერთი კი ჩემგან!”,  ,,ღმერთო, ამაზე დიდ ბედნიერება რა უნდა გვეღირსოს? ჩემი პრეზიდენტი”, ,,თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა!”, ,,შემოგევლე! ჩემი გატანჯული და ქანცგამოცლილი საქართველოს იმედო, მომავალო. უფალმა დაგიფაროს, გენაცვალე”, ,,არ მჯერა, გამოიარეთ ხაშურში, ჩემი თვალით უნდა გნახოთ”, ,,ჩემო ჭკუით სავსე, გენიალურო პრეზიდენტო, ფეხბედნიერი იყოს თქვენი ჩამოსვლა სრულიად ქართველი ერისათვის და თქვენი ,პირადი ასპარეზისათვის. დღე და ღამე თქვენთვის ვლოცულობ”, ,,მარტო მე ვტირი სიხარულისგან?”, ,,საფლავში იგრძნობს ჩემი ექიმი დეიდა თქვენს ჩამოსვლას, სულ მიშას გაიძახოდა, აგიტაციებს უტარებდა ხალხს, როგორ უყვარდით რომ იცოდეთ”, ,,ბარაქალა თქვენს ვაჟკაცობას, ძლიერება, ხალისადმი სიყვარული არ მოგკლებოდეს, აგვიღორძინე სამშობლო” ფეხბედნიერად თქვენ აშენებულ საქართველოში”, ,,იხარეთ და გააგრძელეთ თქვენებური ენერგიით თქვენი ქვეყნის აღმშენებლობა”, – წერენ სოციალურ ქსელში. ზოგი ლექსებს უძღნის, ზოგი ლოცავს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ შემოვიდა საქართველოში ან ახლა სად იმყოფება. მას ბილეთი 2 ოქტომბრისთვის ჰქონდა აღებული.