,,ასეთი დამხვდა სიღნაღი, ჩაბნელებული ქუჩებით, პირქუში” – ნელი ვარდიაშვილი

,,ასეთი დამხვდა სიღნაღი, ჩაბნელებული ქუჩებით, პირქუში" - ნელი ვარდიაშვილიჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი ჩაბნელებულ სიღნაღზე წერს, რომლის ცენტრალური ქუჩები ღამითაც არ ირთვება.

,,ასე ბნელი, ასე შავი, სიღნაღი, არ მახსოვს. ჩემი სტუმრები ღამის სიღნაღის მოსანახულებლად წავიყვანე საღამოს 7 საათზე. ფოტოებზე ჩანს, როგორი ჩაბნელებული და პირქუში დამხვდა მშობლიური ქალაქი. თურმე ბოლო პერიოდში სულ ასეთია.
ფოტოზე ცენტრალური ქუჩაა ასახული. სიბნელე და მაწანწალა, დამშეული ძაღლების თარეში… კი, ტურისტებიც დადიან, მაგრამ როგორი შთაბეჭდილებით, ეგ მართლაც საინტერესოა, რადგან ჩემი სტუმრები ამ მდგომარეობამ ძალიან დათრგუნა და ისე, რომ ვერ მოვახერხეთ თითქმის ვერაფრის ნახვა, დავტოვეთ სიღნაღი. იმედია, ახალი ხელისუფლება გაანათებს სიღნაღს და მაწამწალა ძაღლებს მგლებსაც არ მიამატებს”.