,,უშიშროების აგენტთა სიაში არიან მომღერლები, მსახიობები, სალონის სტილისტი… მათ ნაწილს ვიცნობ…” – ნოდარ მელაძე სკანდალურ ფაილებზე

,,უშიშროების აგენტთა სიაში არიან მომღერლები, მსახიობები, სალონის სტილისტი... მათ ნაწილს ვიცნობ..." - ნოდარ მელაძე სკანდალურ ფაილებზენოდარ მელაძის დღევანდელი ,,შაბათის შოუში” სკანდალური მონოლოგით დაიწყო და სკანდალური მასალებით გაგრძელდა. ძალიან მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა იმ პირების სია, რომლებსაც, გავრცელებული ფაილების მიხედვით, სუსი უსმენდა. ჟურნალისტების თქმით, გაშიფრულია უშიშროების ყველა ის აგენტი, რომლებიც ადამიანებს უკანონოდ უსმენდნენ. ნოდარ მელაძის თქმით, მათ შორის მისი ნაცნობებიც არიან შოუბიზნესიდან.

-58 ათასი ფაილია, ყველას წაკითხვა ვერ მოვასწარით. ფაილებში არის იმ მომღერლების, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების, მსახიობების, სილამაზის სალონის სტილისტის და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გვარები და სახელები, რომლებიც მუშაობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის. ანუ ადამიანები, რომლებიც დღეს გგონიათ, რომ თქვენი მეგობრები არიან, არიან სუს-ის აგენტები, თქვენ შესახებ ინფორმაცია მიაქვთ სუს-ში და ამით იქმნება თქვენზე კომპრომატები და ასეთი შინაარსის ოპერატიული ცნობები.

ამ ადამიანების ნაწილს ვიცნობ და ჩემთვისაც ძალიან მძიმე იყო მათი გვარების აქ ნახვა. არ ვიცი, ალბათ ჟურნალისტური სითამამე არ მეყო, რომ მათი გვარები დღეს ეთერში გამომექყვენებინა, იმის გამო, რომ… ნუ, მათ ნამუსზე იყოს ის ყველაფერი,  რასაც აკეთებდნენ. მე ვაპირებ მათთან მქონდეს კომუნიკაცია, რომ ვუთხრა, ისინი არიან გაშიფრულ აგენტთა ჩამონათვალში. მათი რიცხვი ძალიან ბევრია და თუ ექნებათ სურვილი, მედიასთან ითანამშომლონ.