,,დავსვა კითხვა, ივანიშვილის ტელეფონის ყველა ნომერში რატომ არის სამი ექვსიანი?.. მოვყვე, ღარიბაშვილი როგორ აგინებდა ბიძინას?..” – ნოდარ მელაძის სკანდალური მონოლოგი

,,დავსვა კითხვა, ივანიშვილის ტელეფონის ყველა ნომერში რატომ არის სამი ექვსიანი?.. მოვყვე, ღარიბაშვილი როგორ აგინებდა ბიძინას?..'' - ნოდარ მელაძის სკანდალური მონოლოგინოდარ მელაძემ ,,შაბათის შოუ” სკანდალური მონოლოგით დაიწყო. ის ,,სისხლიან ბანერებს” შეეხო, სადაც თავადაც არის გამოსახული და თქვა, რომ მისი წყაროების ინფორმაციით ,,ოცნებიდან”, მმართველი პარტიის პიარი მამუკა მდინარაძემ და ნინო გიორგობიანმა ჩაიბარეს.

,,გამარჯბათ, მე ვარ ნოდარ მელაძე, დილით ქუჩაში გამოსულებს ჩემი სისხლიანი ბანერები რომ დაგხვდათ. რამდენი მილიონი დაუჯდა ხელისუფლებას ეს ბანერები? ბევრი, ძალიან ბევრი… ალბათ ჰგონიათ, რომ ამით ვინმე დაითრგუნება, ნერვები უმტყუნებს, ბარგს ჩაალაგებს და პროფესიიდან წავა ან მხოლოდ მათზე ილაპარაკებს, მათზე გადაეწყობა და საქმეს ვეღარ გააკეთებს. ყოველდღე ჩემი საუბრების აუდიოფაილებს ხომ ამზადებთ და ჰოდა, რით ვერ გაიგეთ, რომ ძალიან მყარი ნერვები მაქვს და ამ ქვეყანაზე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩემზე გავლენის მოხდენა შეუძლია…

ბევრს მოვყებოდი მათზე, მაგრამ მე ხომ ამთნაირი არ ვარ. ეს ხომ ის ხელისუფლებაა, პატრიარქს რომ უსმენს, მღვდლებს რომ ფარულ კადრებს უღებს, მონაზვნებს რომ უთვალთვალებს, სტიქაროსნებს სადარბაზო-სადარბაზო რპ, დასდევს, რომ გაიგონ, ვისთან მივიდნენ.. სუს-ის ოპერატიული ცნობებიდან არის, რომ ,,ქართული იცნების” წევრები ოპერატიულ დოკუმენტებს ადგენენ იმის შესახებ, მონაზვნის ჯადოს უფრო მეტი ძალა აქვს თუ მღვდლისას…

მე რომ ბრძოლის მათეულ წესებს გავყვე, ახლა ბევრი უნდა გელაპარკოთ, რა მდგომარეობაში იპოვეს, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილმა პრემიერობიდან პირველად რომ გააგდო; მოვყვე, ერთ-ერთ სუფრაზე როგორ იგინებოდა ბატონი ირაკლი ბატონი ბიძინას მისამართით და როგორ აჩუმებდნენ, ან დავსვა კითხვა, ბატონი ბიძინას ტელეფონის ყველა ნომერში რატომ არის სამი ექვსიანი და ხომ არ არის ჩასახლებული ამ ტელეფონის ნომრებში მხეცის ნიშანი. არა, ეს ჩემი საქმე არ არის…” – ამ მონოლოგით გახსნა ნოდარ მელაძემ ,,შაბათის შოუ”.