,,თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ” – ვიოლა ფონ კრამონი

,,თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ" - ვიოლა ფონ კრამონისაქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა. პრემიერმა ღარიბაშვილმა ამის მიზეზად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა.

-რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც 2020 წელს ავიღეთ და 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება…

ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა ევროპიდან.

„სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ არ შე­ას­რუ­ლა ევ­რო­კავ­ში­რის მიკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მე­ო­რე ტრან­შის მი­ღე­ბის პი­რო­ბე­ბი: სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმა­ზე, რისი მი­ღე­ბის უფ­ლე­ბაც არ გქონ­დათ“, – წერს  ევროპარლამენტარი ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი.

31 აგვისტოს ევროკავშირმა ხელისუფლების საპასუხოდ განაცხადა, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდება და საქართველო აღარ მიიღებს მაკროსაფინანსო დახმარების მორიგ ტრანშს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა”.აღინიშნა, რომ არ იყო შესრულებული ამ თანხის მისაღებად აუცილებელი პირობები და სამომავლო დახმარებაც პროგრესის შესაბამისი იქნება. თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობაში, განცხადება ბრიუსელის სახელით გაკეთდა:

,,ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის,  მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე”.

,,გირჩი” აქვეყნებს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობამ იანვრიდან ივლისის ჩათვლით ახალი საგარეო ვალის სახით 4 მილიარდი ლარი აიღო.