თეა წულუკიანი: ,,გახარია გაუგონარ დავალებებს მაძლევდა!.. ის არის ავანტიურისტი!”

თეა წულუკიანი: ,,გახარია გაუგონარ დავალებებს მაძლევდა!.. ის არის ავანტიურისტი!"კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ,,იმედის” ეთერში ყოფილ თანაგუნდელზე, გიორგი გახარიაზე ისაუბრა და მას ავანტიურისტი უწოდა.

-მე როგროც მისი ქვეშვრდომი, გიორგი გახარიას დავუბარებივარ თავის კაბინეტში და შესასრულებლად გაუგონარი დავალება მოუცია და მე მოწიწებით მითქვამს, რომ ეს დავალება ვერ შესრულდებოდა, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.

თებრვალში რომ დაიწყეს ლეგენდის გადაკეთება, თუ რატომ გადადგნენ. გადადგნენ სწორედ იმიტომ, რომ მელია არ დაეჭირათ. გახარიას, ვუთვლი, ვეუბნები, მგონია, რომ გაიგებს: არ გამოვა თქვენგან, ბატონო გიორგი, პოლიტიკოსი. ნუ გამოხვალთ სცენაზე.

ადამიანი არის ავანტიურით დაკავებული. თებერვლამდე მე ვერ დავინახე ეს, მაგრამ მე ბოლოს დავინახე საშინლად განაწყენებული ადამიანი, რომელიც ჩაერთო პოლიტიკურ ავანტიურაში. გადადგომის შემდეგ ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, პირადი… სოფელ-სოფელ დადიან და ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ თუ რამე გაკეთებულა ,,ოცნების” პირობებში, ეს ხდებოდა გახარიას დროს. ეს არის ავანტიურა!