თამარ ივერი: ,,ავსტრიაში 30 ევროდ ეყარა ის წამალი, აქ რომ 225 ლარი მთხოვეს”

თამარ ივერი: ,,ავსტრიაში 30 ევროდ ეყარა ის წამალი, აქ რომ 225 ლარი მთხოვეს"ოპერის ქართველი ვარსკვლავი, თამარ ივერი სოციალური ქსელში წამლების ხელოვნურად გაზრდილ ფასებზე წერს და თავის ამბავს ყვება:

,,დროა! არა მხოლოდ პოლიტიკოსების, მღდელთმთავრების, კაზინოების და სამშენებლო სამყაროს მაფიოზობების ქეისები იკვლიოთ, არამედ სააფთიაქო მაფიის! ჰიპოკრატეს სახელით თეთრხალათიანი თაღლითების საქმე გამოიძიოთ და მათ იატაკვეშა ,,საქმენი საგმირონია” გამოამზეუროთ. ჯერ ერთიც, წამლების ფასები თაღლითურად აქვთ 200-300%-ით გაზრდილი და მეორეც, შეკრულები არიან ექიმებთან, რომ ,,აბლაბუდას ქსელში გაბმული” პაციენტი მასთან მიაგზავნოს და რაც შეიძლება მეტი წამალი გამოუწეროს. აღარაფერს ვამბობთ ნარკოტიკული ზემოქმედევის წამლების დახლქვეშიდან გაცემებზე.
ამას წინათ სრულიად ჩვეულებრივ 28-აბიან წამალში 225 ლარი მთხოვეს. შემდგომ კი ავსტრიაში ვნახე 30 ევროდ ეყარა აფთიაქებში.
რაც უფრო დრო გადის.. მით უფრო ვრწმუნდები, რომ ვერანაირი კაზინოს თუ ნავთობის მაფია ახლოსაც ვერ მივა ადამიანების სიცოცხლეებით ,,მობურთავე” სამედიცინო მაფიასთან!”.