,,საქართველომ მოკლა ესეც…” – ზაზა თედიაშვილი პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა

,,საქართველომ მოკლა ესეც..." - ზაზა თედიაშვილი პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალასოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. მოულოდნელად გარდაიცვალა ცხინვალის თეატრის დირექტორი, ზაზა თედიაშვილი.

სულ.რაღაც 9 საათის წინ მან ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა.

,,რომ არსებობს ადამიანის “უფლებები და მოვალეობები”, ყველამ იცის. ყველა ადამიანს უფლება აქვს, ჰქონდეს კარგი, უსაფრთხო, ცივილიზებული ცხოვრების პრეტენზია!..ჩვენს უმძიმეს რეალობაში მყოფი ქვეყნისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული მოვალეობების, მაღალი ხარისხის ქართველების, მართალი ქართველების გააქტიურების პრეტენზია…სხვაგვარად დავკარგავთ სახელმწიფოებრიობასაც, დავკარგავთ საქართველოსაც და ქართველობასაც!” – წერდა ზაზა თედიაშვილი.

,,განადგურებული ვარ”, – დაწერა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ.

,,საქართველომ მოკლა ესეც! მან შეჭამა მისი გული და სული”,

,,მე ცხინვალელების წინამძღოლად მიმაჩნდა ბატონი ზაზა. მეგონა, ერთ მშვენიერ დღეს გაგვიძღვებოდა წინ”, _ წერენ სოციალურ ქსელში.