საელჩო თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს – რა წესებს უნდა დაემორჩილონ 6 სექტემბრიდან

საელჩო თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს - რა წესებს უნდა დაემორჩილონ 6 სექტემბრიდანსაქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს. საელჩოს თანახმად, 6 სექტემბრიდან თურქეთში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.
საელჩოს განცხადებაში წერია:

„თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით წესდება ახალი შეზღუდვები:
საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მოქალაქე ვალდებულია,  აპლიკაციის „Hayat Evev Sığar -HES kodu“ საშუალებით წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
ეს შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო, მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო მგზავრობის მსურველ პირებზე.
ამასთან, კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასევე სავალდებულო იქნება აპლიკაციის „Hayat Evev Sığar -HES kodu“ საშუალებით სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. ზემოხსენებული შეზღუდვები არ ვრცელდება ტურისტებზე”.